როდოპესი

მოგესალმებით

 

თბილისის სახელმწიფო

სამედიცინო უნივერსიტეტის

ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ვებ გვერდზე

 

დირექტორის გვერდი

პროდუქცია სიახლეები
კარიპაზიმი

კ ა რ ი პ ა ზ ი მ ი – მცენარეული წარმოშობის პროტეოლიზური ფერმენტების კომპლექსი, რომელიც ნესვის ხის (პაპაიას) უმწიფარი ნაყოფების რძე-წვენიდანაა მიღებული. პრეპარატის აქტიური კომპონენეტებია: პაპაინი, ქიმოპაპაინი A, ქიმოპაპაინი B, პეპტიდაზები A და B, აგრეთვე, მუკოლიზური ფერმენტი ლიზოციმი

დაწვრილებით
როდოპესი

მცენარე უნგერნის შქერის (Rhododendron Ungernii Trautv.) ფოთლების ფენოლური ნაერთების შემცველი მალამო, რომელიც გამოიყენება მარტივი ჰერპესისა და ჩუტყვავილა-ზოსტერის ვირუსებით გამოწვეული კანისა და ლორწოვანი გარსების დაავადებების დროს .

დაწვრილებით
კავსურონი

კავსურონი წარმოადგენს მცენარე კავკასიური ანუ ჩვეულებრივი სუროს (Hedera caucasigena seu H. helix) ფოთლების თხევად სპირტ-წყლიან ექსტრაქტს, რომელიც გამოიყენება როგორც ხველების შემაჩერებელი და ამოსახველები საშუალება მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების, ყივანახველას, ბრონქული ასთმის და ბრონქოსპაზმით მიმდინარე სხვა დაავადებების დროს.

დაწვრილებით
ცარუბოლი (Tsarubol)

ცარუბოლი  წარმოადგენს ძეძვის (Paliurus spina-christi Mill.) ნაყოფისაგან მიღებულ ჯამურ პრეპარატს, რომელიც შეიცავს: ნეიტრალურ ლიპიდებს, ფოსფოლიპიდებს, ფლავონოიდებს, ტანიდებს, პროანტოციანიდინებს, ამინომჟავებსა და მიკროელემენტებს.პრეპარატი იცავს ღვიძლს ტოქსიური ნივთიერებების ზემოქმედებისაგან. იგი ხელს უწყობს ღვიძლის უჯრედების სტრუქტურის აღდგენას და აუმჯობესებს მის ბარიერულ ფუნქციას; ამცირებს გულისრევის და მარჯვენა ფერდქვეშ სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნებას, აუმჯობესებს მადას.

დაწვრილებით
ფაციფლოგინი

ფაციფლოგინი - ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი (ანალგეზური) და სიცხის დამწევი (ანტიპირეტიკული) საშუალება. იწვევს სახსრების შესივების, ჰიპერემიის და ტკივილების კლებას,

დაწვრილებით
ფლარონინი

ფლარონინი შეიცავს ფლავონგლიკოზიდ რობინინს, რომელიც მიიღება მცენარე – Astragalus falcatus Lam. ნამგალნაყოფა ასტრაგალის ფოთლებიდან და ყვავილებიდან. პრეპარატი აძლიერებს თირკმლის მიერ აზოტის გამოყოფის ფუნქციას. აქვეითებს სისხლში ნარჩენი აზოტის, შარდოვანასა და კრეატინინის რაოდენობას. ნორმაში მოჰყავს თირკმლისმიერი არტერიული სისხლის წნევა და შაქრის დონე. აძლიერებს დიურეზს და ენდოგენური კრეატინინის კლირენსს.

დაწვრილებით
ბენტობოლი

 ბენტობოლი საქართველოს ასკანის ბენტონიტური თიხის საბადოდან მიღებულ პრეპარატ თიხა-ასკანეს ტაბლეტებია. ბენტობოლი ამჟღავნებს ეფექტური ადსორბენტის თვისებებს; სპობს ან საგრძნობლად ამცირებს ნაწლავთა აშლილობების დროს მეტეორიზმის მოვლენებს და კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას ჰიპერაციდული გასტრიტების დროს.

დაწვრილებით
ეხინაცინი

 იმუნოსტიმულატორული პრეპარატი. გამოიყენება  იმუნიტეტის სტიმულაციისათვის მწვავე ინფექციური დაავადებებისა და ხშირი გაცივებებისადმი მიდრეკილების დროს, სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადებებისას და  ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიით გამოწვეული იმუნიტეტის დაქვეითების დროს.

დაწვრილებით
გინკგო-ბათი

გინკგო-ბათი ნოოტროპული და ფსიქომასტიმულირებელი საშუალებაა. აუმჯობესებს კაპილარულ, არტერიულ და ვენურ სისხლის მიმოქცევას, აწესრიგებს სისხლძარღვთა ფუნქციებს თავის ტვინში და კიდურებში, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს.

დაწვრილებით
კოლხიცინი

კოლხიცინს ახასიათებს ანტიმიტოზური აქტივობა, ლეიკოციტების მიგრაციის და ფაგოციტოზის დათრგუნვა, ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება და ამილოიდოზის განვითარების შეფერხება. პრეპარატი გამოიყენება პოდაგრის მწვავე შეტევების დროს, პერიოდული დაავადების და ამილოიდოზის სამკურნალოდ.

დაწვრილებით
ტრიბუსპონინი

ათეროსკლეროზის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, ანაბოლიტური საშუალება...

დაწვრილებით
გვირილას ყვავილები

ხასიათებფ ანთებისსაწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ანტიალერგიული, სპაზმოლიზური შემკვრელი, ოფლმდენი, ნაღვლმდენი მოქმედებით. აძლიერებს ქსოვილის რეგენერაციის პროცესს.

დაწვრილებით
კატაბალახას ფესურები და ფესვები

დამამშვიდებელი (სედატიური) საშუალება, ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებადობას, აძლიერებს საძილე საშუალებების მოქმედებას, გააჩნია სპაზმოლიტური მოქმედება. გამოიყენება ნერვული აღგზნებადობის, უძილობის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნევროზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმების დროს.

დაწვრილებით
პოლ-პალას ბალახი

მცენარეული წარმოშობის დიურეზული და ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება

დაწვრილებით
სალბის ფოთლები

ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიმიკრობული საშუალება, აძლიერებს კუჭნაწლავის ტრაქტის სეკრეტორულ აქტიურობას.

დაწვრილებით
სელის თესლები

სელის თესლებს იყენებენ გასტრიტის, კოლიტის, ენტეროკოლიტის, მეტეორიზმის და სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ანთების დროს.

დაწვრილებით
ბაღის პიტნის ფოთლები

მსუბუქი დამაწყნარებელი, სპაზმოლიზური და ნაღვლმდენი მოქმედების პრეპარატი

დაწვრილებით
გულყვითელას ყვავილები

ანტისეპტიკური, ანთებისსაწინააღმდეგო, აგრეთვე ჭრილობის შემახორცებელი, ნაღვლმდენი საშუალება

დაწვრილებით
პასიფლორას სიროფი

სედატიური და მსუბუქი საძილე მოქმედების პრეპარატი

დაწვრილებით
მსოფლიო სამეცნიერო კონგრესი „ბუნებრივ ნაერთთა ფარმაკოლოგია და ქიმია“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2017 წლის 9-11 ოქტომბერს ჩატარდა მსოფლიო სამეცნიერო კონგრესი „ბუნებრივ ნაერთთა ფარმაკოლოგია და ქიმია“.
კონგრესის ჩატარებას ორგანიზება გაუკეთა საერთაშორისო ორგანიზაციამ - Innovic International Conferences (აშშ) და თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა.
კონგრესში მონაწილეობა მიიღო 50-მდე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა. საქართველოს გარდა კონგრესში მონაწილეობდნენ მეცნიერები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: აშშ, იაპონია, გერმანია, იტალია, პოლონეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, სინგაპური, მალაიზია, ისრაელი, უკრაინა, რუსეთი, ირანი, დომინიკის რესპუბლიკა, სომხეთი, ნიგერია, სამხრეთ კორეა და იორდანია.
კონგრესი მოიცავდა შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: სამედიცინო ქიმია, ფარმაკოლოგია, ნანოტექნოლოგიები, ტოქსიკოლოგია, ონკოლოგია, ოფტალმოლოგია და სხვ.
კონგრესის მიმდინარეობისას ჩატარდა - პლენარული მოხსენება: 6; ზეპირი მოხსენება: 22; პოსტერი: 14
კონგრესი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. ნანა გორგასლიძემ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა რიმა ბერიაშვილმა.
საერთაშორისო ორგანიზაცია „Innovinc International Conferences“ (აშშ) მთელს მსოფლიოში ატარებს საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებს, რომლებიც ეფუძნება თანამედროვეობის გამოჩენილ მეცნიერთა ცოდნასა და გამოცდილებას და საშუალებას აძლევს ექსპერტ – მომხსენებლებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან შეიკრიბონ და ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და შესაძლებლობები.
ორგანიზაციის მიზანია, მუდმივად გააკეთოს ფოკუსირება ინოვაციურ ტენდენციებზე, რომლებიც მოიცავს ყველაზე თანამედროვე თემებს. ორგანიზაცია დიდი სიფრთხილით არჩევს ყოველი შემდგომი კონგრესის მასპინძელ ორგანიზაციას.
აღსანიშნავია, რომ წელს ასეთი პატივი ერგო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს, რომლის დირექციაც ერთი წლის მანძილზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს Innovinc International Conferences–ის ხელმძღვანელობასთან.
კონგრესის ერთ–ერთი ორგანიზატორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის, თსსუ–ის სოციალური ფარმაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ნანა გორგასლიძის ინფორმაციით, „ქართველი მეცნიერების გვერდით კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს თავისი დარგის უძლიერესმა მეცნიერებმა, კერძოდ, ვლადიმირ ტორჩილინიმ (აშშ), რომელიც არის 12 წიგნის და 400–ზე მეტი სტატიის ავტორი და რომლის პუბლიკაციები 44 ათასჯერ არის ციტირებული საერთაშორისო გამოცემებში, ალექსანდრ სიროტკინმა (სლოვაკია), რომლიც არის 620 პუბლიკაციის ავტორი და 2200 ჯერ არის მისი ნაშრომები ციტირებული საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, მიხაელ დანილენკომ (ისრაელი), ნორიჩიკა ოგატამ (იაპონია), შტეფან შულცმა და სხვებმა. თითოეულმა მათგანმა გააკეთა ძალიან საინტერესო მოხსენებები ფარმაკოლოგიის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე“.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში სრულად იყო ჩართული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის თითქმის ყველა თანამშრომელი.
კონგრესის მუშაობაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური, აგრარული და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის პროფესორებმა.
მსოფლიო კონგრესი „ბუნებრივი ნაერთების ფარმაკოლოგიისა და ქიმიის შესახებ“ დასრულდა მონაწილეებისათვის შესაბამისი სერთიფიკატების გადაცემით.

დაწვრილებით...
2017 წლის 22 სექტემბერს თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს სტუმრად ეწვია უკრაინის ტერნოპოლის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ფარმაკოლოგიის კათედრის დოცენტი, სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი, დოქტორი ოქსანა შევჩუკი.

 

სტუმარი გაეცნო ინსტიტუტში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობას, დაათვალიერა განახლებული სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტი და ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ჰერბარიუმი.

მან აღფრთოვანება ვერ დამალა ინსტიტუტში მიღებული შთაბეჭდილების გამო და  ურთიერთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. 

დაწვრილებით...
აერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 29 სექტემბერი - 1 ოქტომბერი, 2017 წელი ბათუმი, საქართველო მომავლის ტექნოლოგიები და სიცოცხლის ხარისხი

აერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 29 სექტემბერი - 1 ოქტომბერი, 2017 წელი ბათუმი, საქართველო მომავლის ტექნოლოგიები და სიცოცხლის ხარისხი

 

http://tsmu.edu/lifeconference2017/index.php?lang=ge

დაწვრილებით...
თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა გამოუშვა ორიგინალური პრეპარატი ‘’ფლარონინი’’ (ტაბლეტებში 0.33)

ორიგინალური, ჰიპერაზოტემიის სამკურნალო საშუალება თირკმელთა   I  და II ხარისხის დაზიანების შემთხვევაში გამოსაყენებლად.

პრეპარატი აღადგენს თირკმლის დაზიანებულ კაპილარებს, აუმჯობესებს სისხლის ფილტრაციას, დაბლა წევს კრეატინინის და ნარჩენი აზოტის დონეს, არეგულერებს არტერიულ წნევას, ანორმირებს სისხლში შაქრის დონეს და გულის მუშაობას.

 

ჩვენებები:  ჰიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი, ნეფროსკლეროზი, მაღალი არტერიული წნევა, წყალმანკი.

პრეპრატი შესულია სააფთიაქო ქსელში (ფარმანეტი) ტელ: 598 40 18 48

დაწვრილებით...
2017 წ 9-11 ოქტომბერს თბილისში ტარდება მსოფლიო კონგრესი „ბუნებრივი ნაერთების ფარმაკოლოგია და ქიმია“

კონგრესის ორგანიზატორებია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და „Innovinc International Conferences“ (აშშ). 

დეტალური ინფორმაცია კონგრესზე განთავსებულია ვებ გვერდზე http://pharmacologycongress.org

საკონტაქტო პირი: კარენ მულკიჯანიანი

ელ-ფოსტა: karmulk@gmail.com

ტელ: 595 03 23 45

დაწვრილებით...

იტალიაში, მე-6 მსოფლიო კონგრესზე „Medicinal Chemistry and Drug Design“ მოხსენებებით წარსდგნენ ქართველი მეცნიერები ფარმაკოქიმიის ინსტიტუტიდან

იტალიაში,  მე-6 მსოფლიო კონგრესზე „Medicinal Chemistry  and  Drug Design“   მოხსენებებით წარსდგნენ ქართველი მეცნიერები ფარმაკოქიმიის ინსტიტუტიდან 

დაწვრილებით...
იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში მერი ალანიას ვარსკვლავი გაიხსნა

იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში მერი ალანიას ვარსკვლავი გაიხსნა

დაწვრილებით...
ფარმაცევტული მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერი ალანია 80 წლისაა

ფარმაცევტული მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერი ალანია 80 წლისაა

დაწვრილებით...
ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში ეთერ ქემერტელიძის სახელობის მედეას სამკურნალო მცენარეთა ბაღი გაიხსნა

 


დაწვრილებით...


საქართველოს პირველი ბოტანიკოს-ანატომების შესახებ

 საქართველოს პირველი ბოტანიკოს-ანატომების შესახებ

დაწვრილებით...
გილოცავთ ახალ 2017 წელს
აკადემიკოსი ეთერ ქემერტელიძე ფარმაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა

აკადემიკოსი ეთერ ქემერტელიძე  ფარმაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა

დაწვრილებით...
იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში კიდევ ერთი ვარსკვლავი გაიხსნა

2016 წლის 9 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ეზოში პატივი მიაგეს ღვაწლმოსილი მეცნიერის, საქართველოს დამსახურებული აგრონომის - ალექსი ჯორბენაძის ხსოვნას. ფარმაციის ხეივანში გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

ამაგდარი მეცნიერის შესახებ ისაუბრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნანა გორგასლიძემ. მან აღნიშნა, რომ 2016 წელს, 4 დეკემბერს ცნობილ აგრონომს, ალექსი ჯორბენაძეს, დაბადებიდან 112 წელი შეუსრულდა. მის სახელს უკავშირდება ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ეზოში 22 ჰექტარზე გაშენებული სამკურნალო მცენარეთა გაშენება, ასევე, სამკურნალო მცენარეთა შირაქის საცდელი სადგურის დაარსება, სადაც დღემდე მიმდინარეობს ბუნებრივად შეზღუდული რესურსების მქონე საკვლევი მცენარეების ინტროდუქცია და კულტივირება,  მცენარეთა ბიოლოგიური თავისებურებების შესწავლა, ზრდა-განვითარების ფენოლოგია, ბიომეტრია...

ალექსი ჯორბენაძეს 1969 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული აგრონომის წოდება. მიღებული აქვს მიჩურინის ვერცხლის მედალი, ოთხჯერ მონაწილეობდა მოსკოვის საკავშირო გამოფენებში. გამოქვეყნებული აქვს 32 სამეცნიერო ნაშრომი, ერთი სახელმძღვანელო, რომლითაც სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში (ახლანდელი აგრარული უნივერსიტეტი)  ასწავლიდნენ სტუდენტებს.

ალექსი ჯორბენაძე გაიხსენა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უხუცესმა თანამშრომელმა, აკადემიკოსმა ეთერ ქემერტელიძემ. მან ისაუბრა მის პიროვნებასა და დაუღალავ სამეცნიერო მოღვაწეობაზე.

ალექსი ჯორბენაძის სამედიცინო სფეროსთვის გაწეული ღვაწლი შეაფასა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა.

ვარსკვლავის გახსნას ესწრებოდნენ ალექსი ჯორბენაძის შთამომავლები, მათ დიდი მადლიერებით აღნიშნეს ვარსკვლავის გახსნის ინიციატივა. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი ერთი ქალიშვილი, მანანა ჯორბენაძე, დღესაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტისფარმაცევტული ტექნოლოგიის მიმართულების თანამშრომლად მუშაობს. 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სსიპ თსსუ-ს იოველ ქუთათელაძის   ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად

დაწვრილებით...
ინსტიტუტის დირექტორის არჩევნები

2016 წ 6 ივნისს ჩატარდება თსსუ ი.ქუთათელაძის ფარმაკოქმიის ინსტიტუტის დირექტორის არჩევნები 

დაწვრილებით...
აკადემიკოს ე.ქემერტელიძის იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო სხდომა

მიმდინარე წლის 5 მაისს 15 სთ გაიმართება აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა

დაწვრილებით...
ედუარდ აბოლსის საპატიო ვარსკვლავის გახსნა

მიმდინარე წლის 29 თებერვალს, თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ეზოში, ფარმაციის ხეივანში ლატვიური წარმოშობის მეცნიერს, ედუარდ აბოლსს საპატიო ვარსკვლავი გაუხსნეს. 

დაწვრილებით...
III მსოფლიო კონგრესი ფარმაკოლოგიაში

2015 წ. 21 ოქტომბერს 11.00-16.00 სთ. თსსუ ი.ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში ჩატარდება მოსამზადებელი ტრეინინგი ”III მსოფლიო კონგრესი ფარმაკოლოგიაში”

დაწვრილებით...
გენრი (გენო) დეკანოსიძე 80 წლისაა!
დაწვრილებით...
მსოფლიო კონგრესი ფარმაკოლოგიაში, ბრისბენი, ავსტრალია

2015 წლის 20-22 ივლისს, ქალაქ ბრისბენში (ავსტრალია) ჩატარდა   მსოფლიო კონგრესი ფარმაკოლოგიაში დევიზით “ფარმაკოლოგიაში წამალთა შემუშავების მონიტორინგი და პრობლემების გადაწყვეტა”.  

დაწვრილებით...
2015 წლის 29-31 მაისს ჩატარდება მესამე საერთაშორისო კონფერენცია ფარმაცევტულ მეცნიერებებში

ყურადღება !  

კონფერენცია ჩატარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის

ადმინისტრაციის კორპუსში   მის.: ვაჟა ფშაველას გამზირი 33

რეგისტრაცია 29 მაისი 8:30-9:30

გახსნა 29 მაისი 9:30

კონფერენციის მიმართულებები

 ფარმაკოგნოზია, ფიტოქიმია 

  • ფარმაცევტული ქიმია
  • ფარმაცევტული ტექნოლოგია, ბიოფარმაცია
  • ფარმაცევტული ანალიზი, ვალიდაციის მეთოდები
  • ფარმაკოეკონომიკა 
  • ფარმაცევტული მენეჯმენტი და მარკეტინგი 
  • კლინიკური ფარმაცია, ფარმაკოლოგია
  • ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ქიმია და სინთეზი
დაწვრილებით...
ფარმაკობოტანიკის ლაბორატორიის მესამე საველე გასვლა თბილისის ზღვის შემოგარენში

 

2014 წლის 24 ივნისს ფარმაკობოტანიკის ლაბორატორიის კოლექტივმა ჩაატარა მორიგი, მესამე საველე გასვლა თბილისის ზღვის შემოგარენში

დაწვრილებით...
GITA_Business Development Forum Expo-Georgia 10-12 July

ქართული ტექნოლოგიების გამოფენა

დაწვრილებით...
ახალგაზრდა მეცნიერთა საყურადღებოდ!
დაწვრილებით...
5 World Congress on Biotechnology

2014 წლის 25-27 ივნისს, ქალაქ ვალენსიაში (ესპანეთი) ჩატარდა მე-5 მსოფლიო კონგრესი ბიოტექნოლოგიაში  კონფერენციის დევიზი იყო: “დააჩქარე მეცნიერული აღმოჩენები”.

დაწვრილებით...
მე–14 საერთაშორისო სპეციალიზებული გამოფენა (Caucasus Healthcare 2014)

მე–14 საერთაშორისო სპეციალიზებული გამოფენა (Caucasus Healthcare 2014)

დაწვრილებით...
P-SC-EMB ექსპერტთა კომიტეტის მე-11-ე პლენარული სესია

ა/წ 15-16 მაისს ფარმაცევტული ტექნოლოგიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ფარმაციის დოქტორი ლ. წიკლაური, რომელიც ამავე დროს არის საქართველოს ექსპერტი ჯანმრთელობაზე ზრუნვის და სამკურნალო საშუალებების ხარისხის ევროპული დირექტორატის (EDQM)

დაწვრილებით...


ფლორისტული კვლევის მეორე ერთდღიანი საველე გასვლა

2014 წლის 29 მაისს ჩატარდა სამეცნიერო თემით დაგეგმილი თბილისის ზღვის ჩრდილოეთი მხრიდან  (თემქის დასახლება, ზღვის გარშემოწერილობის 26კმ)  შემოგარენის სეზონური, ფლორისტული კვლევის მეორე ერთდღიანი საველე გასვლა.

დაწვრილებით...
I.Kutateladze Institute of Pharmacochemistry © Copyright 2009-2014 All rights reserved