ტრიტერპენული შენაერთების ლაბორატორია

მოგესალმებით

 

თბილისის სახელმწიფო

სამედიცინო უნივერსიტეტის

ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ვებ გვერდზე

 

დირექტორის გვერდი

დეპარტამენტი სიახლეები
დირექცია

 

 

დაწვრილებით
სტეროიდულ ნივთიერებათა და საგულე გლიკოზიდების მიმართულება
დაწვრილებით
ფერმენტოლოგიის მიმართულება
დაწვრილებით
ფენოლური შენაერთების მიმართულება

 

დაწვრილებით
ტერპენული შენაერთების მიმართულება
დაწვრილებით
მცენარეული ბიოპოლიმერების მიმართულება
დაწვრილებით
ალკალოიდების მიმართულება
დაწვრილებით
ლიპიდების და ანტრაქინონების მიმართულება
დაწვრილებით
ფარმაცევტული ტექნოლოგიის მიმართულება
დაწვრილებით
ფარმაცევტული ანალიზის მიმართულება

 

დაწვრილებით
ბუნებრივ ნივთიერებათა ქიმიური მოდიფიკაციის მიმართულება
დაწვრილებით
ფარმაკობოტანიკის მიმართულება
დაწვრილებით
წინაკლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევის მიმართულება
დაწვრილებით
ექსპერიმენტულ-საწარმოო ბაზა
დაწვრილებით
საფინანსო -ეკონომიკური სამსახური
დაწვრილებით
სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილება
დაწვრილებით
საქმის წარმოების განყოფილება
დაწვრილებით
სასაწყობო მეურნეობა
დაწვრილებით
მსოფლიო სამეცნიერო კონგრესი „ბუნებრივ ნაერთთა ფარმაკოლოგია და ქიმია“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2017 წლის 9-11 ოქტომბერს ჩატარდა მსოფლიო სამეცნიერო კონგრესი „ბუნებრივ ნაერთთა ფარმაკოლოგია და ქიმია“.
კონგრესის ჩატარებას ორგანიზება გაუკეთა საერთაშორისო ორგანიზაციამ - Innovic International Conferences (აშშ) და თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა.
კონგრესში მონაწილეობა მიიღო 50-მდე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა. საქართველოს გარდა კონგრესში მონაწილეობდნენ მეცნიერები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: აშშ, იაპონია, გერმანია, იტალია, პოლონეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, სინგაპური, მალაიზია, ისრაელი, უკრაინა, რუსეთი, ირანი, დომინიკის რესპუბლიკა, სომხეთი, ნიგერია, სამხრეთ კორეა და იორდანია.
კონგრესი მოიცავდა შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: სამედიცინო ქიმია, ფარმაკოლოგია, ნანოტექნოლოგიები, ტოქსიკოლოგია, ონკოლოგია, ოფტალმოლოგია და სხვ.
კონგრესის მიმდინარეობისას ჩატარდა - პლენარული მოხსენება: 6; ზეპირი მოხსენება: 22; პოსტერი: 14
კონგრესი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. ნანა გორგასლიძემ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა რიმა ბერიაშვილმა.
საერთაშორისო ორგანიზაცია „Innovinc International Conferences“ (აშშ) მთელს მსოფლიოში ატარებს საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებს, რომლებიც ეფუძნება თანამედროვეობის გამოჩენილ მეცნიერთა ცოდნასა და გამოცდილებას და საშუალებას აძლევს ექსპერტ – მომხსენებლებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან შეიკრიბონ და ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და შესაძლებლობები.
ორგანიზაციის მიზანია, მუდმივად გააკეთოს ფოკუსირება ინოვაციურ ტენდენციებზე, რომლებიც მოიცავს ყველაზე თანამედროვე თემებს. ორგანიზაცია დიდი სიფრთხილით არჩევს ყოველი შემდგომი კონგრესის მასპინძელ ორგანიზაციას.
აღსანიშნავია, რომ წელს ასეთი პატივი ერგო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს, რომლის დირექციაც ერთი წლის მანძილზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს Innovinc International Conferences–ის ხელმძღვანელობასთან.
კონგრესის ერთ–ერთი ორგანიზატორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის, თსსუ–ის სოციალური ფარმაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ნანა გორგასლიძის ინფორმაციით, „ქართველი მეცნიერების გვერდით კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს თავისი დარგის უძლიერესმა მეცნიერებმა, კერძოდ, ვლადიმირ ტორჩილინიმ (აშშ), რომელიც არის 12 წიგნის და 400–ზე მეტი სტატიის ავტორი და რომლის პუბლიკაციები 44 ათასჯერ არის ციტირებული საერთაშორისო გამოცემებში, ალექსანდრ სიროტკინმა (სლოვაკია), რომლიც არის 620 პუბლიკაციის ავტორი და 2200 ჯერ არის მისი ნაშრომები ციტირებული საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, მიხაელ დანილენკომ (ისრაელი), ნორიჩიკა ოგატამ (იაპონია), შტეფან შულცმა და სხვებმა. თითოეულმა მათგანმა გააკეთა ძალიან საინტერესო მოხსენებები ფარმაკოლოგიის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე“.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში სრულად იყო ჩართული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის თითქმის ყველა თანამშრომელი.
კონგრესის მუშაობაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური, აგრარული და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის პროფესორებმა.
მსოფლიო კონგრესი „ბუნებრივი ნაერთების ფარმაკოლოგიისა და ქიმიის შესახებ“ დასრულდა მონაწილეებისათვის შესაბამისი სერთიფიკატების გადაცემით.

დაწვრილებით...
2017 წლის 22 სექტემბერს თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს სტუმრად ეწვია უკრაინის ტერნოპოლის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ფარმაკოლოგიის კათედრის დოცენტი, სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი, დოქტორი ოქსანა შევჩუკი.

 

სტუმარი გაეცნო ინსტიტუტში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობას, დაათვალიერა განახლებული სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტი და ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ჰერბარიუმი.

მან აღფრთოვანება ვერ დამალა ინსტიტუტში მიღებული შთაბეჭდილების გამო და  ურთიერთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. 

დაწვრილებით...
აერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 29 სექტემბერი - 1 ოქტომბერი, 2017 წელი ბათუმი, საქართველო მომავლის ტექნოლოგიები და სიცოცხლის ხარისხი

აერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 29 სექტემბერი - 1 ოქტომბერი, 2017 წელი ბათუმი, საქართველო მომავლის ტექნოლოგიები და სიცოცხლის ხარისხი

 

http://tsmu.edu/lifeconference2017/index.php?lang=ge

დაწვრილებით...
თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა გამოუშვა ორიგინალური პრეპარატი ‘’ფლარონინი’’ (ტაბლეტებში 0.33)

ორიგინალური, ჰიპერაზოტემიის სამკურნალო საშუალება თირკმელთა   I  და II ხარისხის დაზიანების შემთხვევაში გამოსაყენებლად.

პრეპარატი აღადგენს თირკმლის დაზიანებულ კაპილარებს, აუმჯობესებს სისხლის ფილტრაციას, დაბლა წევს კრეატინინის და ნარჩენი აზოტის დონეს, არეგულერებს არტერიულ წნევას, ანორმირებს სისხლში შაქრის დონეს და გულის მუშაობას.

 

ჩვენებები:  ჰიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი, ნეფროსკლეროზი, მაღალი არტერიული წნევა, წყალმანკი.

პრეპრატი შესულია სააფთიაქო ქსელში (ფარმანეტი) ტელ: 598 40 18 48

დაწვრილებით...
2017 წ 9-11 ოქტომბერს თბილისში ტარდება მსოფლიო კონგრესი „ბუნებრივი ნაერთების ფარმაკოლოგია და ქიმია“

კონგრესის ორგანიზატორებია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და „Innovinc International Conferences“ (აშშ). 

დეტალური ინფორმაცია კონგრესზე განთავსებულია ვებ გვერდზე http://pharmacologycongress.org

საკონტაქტო პირი: კარენ მულკიჯანიანი

ელ-ფოსტა: karmulk@gmail.com

ტელ: 595 03 23 45

დაწვრილებით...

იტალიაში, მე-6 მსოფლიო კონგრესზე „Medicinal Chemistry and Drug Design“ მოხსენებებით წარსდგნენ ქართველი მეცნიერები ფარმაკოქიმიის ინსტიტუტიდან

იტალიაში,  მე-6 მსოფლიო კონგრესზე „Medicinal Chemistry  and  Drug Design“   მოხსენებებით წარსდგნენ ქართველი მეცნიერები ფარმაკოქიმიის ინსტიტუტიდან 

დაწვრილებით...
იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში მერი ალანიას ვარსკვლავი გაიხსნა

იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში მერი ალანიას ვარსკვლავი გაიხსნა

დაწვრილებით...
ფარმაცევტული მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერი ალანია 80 წლისაა

ფარმაცევტული მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერი ალანია 80 წლისაა

დაწვრილებით...
ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში ეთერ ქემერტელიძის სახელობის მედეას სამკურნალო მცენარეთა ბაღი გაიხსნა

 


დაწვრილებით...


საქართველოს პირველი ბოტანიკოს-ანატომების შესახებ

 საქართველოს პირველი ბოტანიკოს-ანატომების შესახებ

დაწვრილებით...
გილოცავთ ახალ 2017 წელს
აკადემიკოსი ეთერ ქემერტელიძე ფარმაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა

აკადემიკოსი ეთერ ქემერტელიძე  ფარმაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა

დაწვრილებით...
იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში კიდევ ერთი ვარსკვლავი გაიხსნა

2016 წლის 9 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ეზოში პატივი მიაგეს ღვაწლმოსილი მეცნიერის, საქართველოს დამსახურებული აგრონომის - ალექსი ჯორბენაძის ხსოვნას. ფარმაციის ხეივანში გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

ამაგდარი მეცნიერის შესახებ ისაუბრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნანა გორგასლიძემ. მან აღნიშნა, რომ 2016 წელს, 4 დეკემბერს ცნობილ აგრონომს, ალექსი ჯორბენაძეს, დაბადებიდან 112 წელი შეუსრულდა. მის სახელს უკავშირდება ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ეზოში 22 ჰექტარზე გაშენებული სამკურნალო მცენარეთა გაშენება, ასევე, სამკურნალო მცენარეთა შირაქის საცდელი სადგურის დაარსება, სადაც დღემდე მიმდინარეობს ბუნებრივად შეზღუდული რესურსების მქონე საკვლევი მცენარეების ინტროდუქცია და კულტივირება,  მცენარეთა ბიოლოგიური თავისებურებების შესწავლა, ზრდა-განვითარების ფენოლოგია, ბიომეტრია...

ალექსი ჯორბენაძეს 1969 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული აგრონომის წოდება. მიღებული აქვს მიჩურინის ვერცხლის მედალი, ოთხჯერ მონაწილეობდა მოსკოვის საკავშირო გამოფენებში. გამოქვეყნებული აქვს 32 სამეცნიერო ნაშრომი, ერთი სახელმძღვანელო, რომლითაც სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში (ახლანდელი აგრარული უნივერსიტეტი)  ასწავლიდნენ სტუდენტებს.

ალექსი ჯორბენაძე გაიხსენა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უხუცესმა თანამშრომელმა, აკადემიკოსმა ეთერ ქემერტელიძემ. მან ისაუბრა მის პიროვნებასა და დაუღალავ სამეცნიერო მოღვაწეობაზე.

ალექსი ჯორბენაძის სამედიცინო სფეროსთვის გაწეული ღვაწლი შეაფასა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა.

ვარსკვლავის გახსნას ესწრებოდნენ ალექსი ჯორბენაძის შთამომავლები, მათ დიდი მადლიერებით აღნიშნეს ვარსკვლავის გახსნის ინიციატივა. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი ერთი ქალიშვილი, მანანა ჯორბენაძე, დღესაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტისფარმაცევტული ტექნოლოგიის მიმართულების თანამშრომლად მუშაობს. 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სსიპ თსსუ-ს იოველ ქუთათელაძის   ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად

დაწვრილებით...
ინსტიტუტის დირექტორის არჩევნები

2016 წ 6 ივნისს ჩატარდება თსსუ ი.ქუთათელაძის ფარმაკოქმიის ინსტიტუტის დირექტორის არჩევნები 

დაწვრილებით...
აკადემიკოს ე.ქემერტელიძის იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო სხდომა

მიმდინარე წლის 5 მაისს 15 სთ გაიმართება აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა

დაწვრილებით...
ედუარდ აბოლსის საპატიო ვარსკვლავის გახსნა

მიმდინარე წლის 29 თებერვალს, თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ეზოში, ფარმაციის ხეივანში ლატვიური წარმოშობის მეცნიერს, ედუარდ აბოლსს საპატიო ვარსკვლავი გაუხსნეს. 

დაწვრილებით...
III მსოფლიო კონგრესი ფარმაკოლოგიაში

2015 წ. 21 ოქტომბერს 11.00-16.00 სთ. თსსუ ი.ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში ჩატარდება მოსამზადებელი ტრეინინგი ”III მსოფლიო კონგრესი ფარმაკოლოგიაში”

დაწვრილებით...
გენრი (გენო) დეკანოსიძე 80 წლისაა!
დაწვრილებით...
მსოფლიო კონგრესი ფარმაკოლოგიაში, ბრისბენი, ავსტრალია

2015 წლის 20-22 ივლისს, ქალაქ ბრისბენში (ავსტრალია) ჩატარდა   მსოფლიო კონგრესი ფარმაკოლოგიაში დევიზით “ფარმაკოლოგიაში წამალთა შემუშავების მონიტორინგი და პრობლემების გადაწყვეტა”.  

დაწვრილებით...
2015 წლის 29-31 მაისს ჩატარდება მესამე საერთაშორისო კონფერენცია ფარმაცევტულ მეცნიერებებში

ყურადღება !  

კონფერენცია ჩატარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის

ადმინისტრაციის კორპუსში   მის.: ვაჟა ფშაველას გამზირი 33

რეგისტრაცია 29 მაისი 8:30-9:30

გახსნა 29 მაისი 9:30

კონფერენციის მიმართულებები

 ფარმაკოგნოზია, ფიტოქიმია 

  • ფარმაცევტული ქიმია
  • ფარმაცევტული ტექნოლოგია, ბიოფარმაცია
  • ფარმაცევტული ანალიზი, ვალიდაციის მეთოდები
  • ფარმაკოეკონომიკა 
  • ფარმაცევტული მენეჯმენტი და მარკეტინგი 
  • კლინიკური ფარმაცია, ფარმაკოლოგია
  • ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ქიმია და სინთეზი
დაწვრილებით...
ფარმაკობოტანიკის ლაბორატორიის მესამე საველე გასვლა თბილისის ზღვის შემოგარენში

 

2014 წლის 24 ივნისს ფარმაკობოტანიკის ლაბორატორიის კოლექტივმა ჩაატარა მორიგი, მესამე საველე გასვლა თბილისის ზღვის შემოგარენში

დაწვრილებით...
GITA_Business Development Forum Expo-Georgia 10-12 July

ქართული ტექნოლოგიების გამოფენა

დაწვრილებით...
ახალგაზრდა მეცნიერთა საყურადღებოდ!
დაწვრილებით...
5 World Congress on Biotechnology

2014 წლის 25-27 ივნისს, ქალაქ ვალენსიაში (ესპანეთი) ჩატარდა მე-5 მსოფლიო კონგრესი ბიოტექნოლოგიაში  კონფერენციის დევიზი იყო: “დააჩქარე მეცნიერული აღმოჩენები”.

დაწვრილებით...
მე–14 საერთაშორისო სპეციალიზებული გამოფენა (Caucasus Healthcare 2014)

მე–14 საერთაშორისო სპეციალიზებული გამოფენა (Caucasus Healthcare 2014)

დაწვრილებით...
P-SC-EMB ექსპერტთა კომიტეტის მე-11-ე პლენარული სესია

ა/წ 15-16 მაისს ფარმაცევტული ტექნოლოგიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ფარმაციის დოქტორი ლ. წიკლაური, რომელიც ამავე დროს არის საქართველოს ექსპერტი ჯანმრთელობაზე ზრუნვის და სამკურნალო საშუალებების ხარისხის ევროპული დირექტორატის (EDQM)

დაწვრილებით...


ფლორისტული კვლევის მეორე ერთდღიანი საველე გასვლა

2014 წლის 29 მაისს ჩატარდა სამეცნიერო თემით დაგეგმილი თბილისის ზღვის ჩრდილოეთი მხრიდან  (თემქის დასახლება, ზღვის გარშემოწერილობის 26კმ)  შემოგარენის სეზონური, ფლორისტული კვლევის მეორე ერთდღიანი საველე გასვლა.

დაწვრილებით...
I.Kutateladze Institute of Pharmacochemistry © Copyright 2009-2014 All rights reserved